ქვეყნის განვითარებაზე ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ქართველი ხალხი. რა შეფასებაც არ უნდა ჰქონდეთ ევროპარლამენტში, „ქართულ ოცნებასა“ თუ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ეს ქართველი ხალხის ნებას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე, სადაც იუკნევიჩიენემ აღნიშნა: „გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს“.
კუპრაძის თქმით, რასა იუკნევიჩიანეს განცხადება არ მოუსმენია, თუმცა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ქართველის ხალხის როლი გადამწყვეტია.
„ჩვენთვის მთავარია, პროცესები მიმდინარეობდეს სამართლიანად. სამართლიანობის აღდგენის პროცესში ქართველის ხალხის როლი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

