აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპელი მოკავშირეები სულ უფრო მეტად შეშფოთებული არიან PURL-ის პროგრამის მომავლით, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამერიკული წარმოების იარაღს ყიდულობდნენ უკრაინისთვის” – ვაშინგტონ პოსტი

ევროპელი მოკავშირეები სულ უფრო მეტად შეშფოთებული არიან PURL-ის პროგრამის მომავლით, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამერიკული წარმოების იარაღს ყიდულობდნენ უკრაინისთვის, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც წყაროები აცხადებენ, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ამერიკული იარაღის გაყიდვებში გამოწვეული ხანგრძლივი დაგვიანება, რომელსაც ირანთან ომი იწვევს, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს პენტაგონის მიერ PURL-ის მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ხარჯვის წესს.

მაღალჩინოსნების  განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე თავდასხმის დაწყების მომენტიდან უკრაინისთვის დაპირებულ ტექნიკას არ გამოიყენებდა, თუმცა ამერიკული იარაღის დეფიციტმა უკრაინისთვისაც შეიძლება, გამოიწვიოს დაგვიანება.

„ევროპელები მერყეობენ, რადგან უნდობლობა იზრდება და არ არსებობს რწმენა, რა მოხდება ხარჯებთან დაკავშირებით, ვინაიდან ირანთან ომი გრძელდება. PURL-ის პროგრამაში შენატანები იყო, მაგრამ არც თუ ისე დიდი,“ – აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც წყაროები აცხადებენ, პენტაგონის მარაგების შემცირების გამო, ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე მოკავშირეები ახლა ელოდებიან, რომ მათ მოუწევთ წლების განმავლობაში ლოდინი უკვე შეძენილი ტექნიკის მიღებამდე.

შეგახსენებთ, PURL-ის მექანიზმი ითვალისწინებს ნატო-ს ქვეყნების მიერ ამერიკული იარაღის შეძენას და მის შემდგომ მიწოდებას უკრაინისთვის.

იტვირთბა....