რუსებმა კიევსა და დნიპროზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის შუამავლობით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური იერიშები განაახლა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, რუსული ძალების დარტყმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
კიევში რუსების დარტყმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა (9, 10, 11 მაისი) გამოაცხადა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა.

