თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსიდან 52 წლის ქალბატონი გადმოვარდა. მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, უცნობია ქალბატონი აივნიდან გადავარდა თუ გადახტა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებულია, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.