აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ” – პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე

როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

„ევროკავშირი 101. როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის ერთ წევრ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ. ევროკავშირი თანამშრომლობასა და სოლიდარობას წარმოადგენს. მაგალითი: გერმანია სლოვაკეთის #1 სავაჭრო პარტნიორია, რაც ინვესტიციებისა და მრეწველობის ცენტრალური ნაწილია. ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას სლოვაკეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას“.

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....