აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთი არ აპირებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი არ აპირებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი ამას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როდესაც ობიექტური საჭიროება იქნება.

ფაშინიანის მტკიცებით, ასეთი ობიექტური საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ყველა პარტნიორს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ასევე ჩვენს მონაწილეობას კავშირში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ფორმულირებას „განქორწინებასთან“ დაკავშირებით. ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხზე არაერთხელ ისაუბრა.

„მე არ ვეთანხმები ამ ფორმულირებას. სომხეთი ამ ლოგიკას მიჰყვება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ჩვენ ვართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრები, ისევე როგორც სხვა წევრი სახელმწიფოები. ვიდრე ჩვენ ვართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები, სრულად ვმონაწილეობთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ თემაზე სამუშაო დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტთან გვქონდა. ვიდრე არ იქნება საჭირო დე იურე და დე ფაქტო შორის არჩევანის გაკეთება, ჩვენ ამ საკითხს დღის წესრიგში არ შევიტანთ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა სომხეთს რეფერენდუმის ჩატარებისკენ და ევროკავშირში ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას შორის არჩევანის გაკეთებისკენ.

იტვირთბა....