ევროკავშირმა სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედება სრულად აღადგინა, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივ შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა და შეთანხმების სრულად აღდგენას მხარი დაუჭირა.
„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სირიასთან ხელახლა ჩართულობისა და მისი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს წარმოადგენს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირმა სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმება ნაწილობრივ 2011 წელს შეაჩერა, სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების საპასუხოდ.

