აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რომის უძლეველობის მითი სამუდამოდ დაიმსხვრა, ისტორია მეორდება მათთვის, ვინც უარს ამბობს მისი გაკვეთილებზე პატივისცემაზე” – ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სა და ისრაელის გაფრთხილებისთვის რომის ისტორიულ დამარცხებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ისტორია მეორდება მათთვის, ვინც უარს ამბობს მის შესწავლაზე ან მისი გაკვეთილების პატივისცემაზე“

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღეიმ რომზე ცნობილი უძველესი სპარსული გამარჯვება გაიხსენა, რათა დღევანდელი მოწინააღმდეგეებისთვის შეტყობინება გაეგზავნა და გაეფრთხილებინა, რომ ისტორია მეორდება მათთვის, ვინც მისი გაკვეთილების სწავლაზე უარს ამბობს.

საუბარია რომს და პართიას შორის ძვ.წ. 53 წელს მომხდარ კარჰეს ბრძოლაზე, სადაც პართიელმა სამხედრო მეთაურმა სურენამ რომის არმია დაამარცხა კრასუსის მეთაურობით.

„კრასუსი, ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლიერი რომაელი, მოკლეს; რომის უძლეველობის მითი სამუდამოდ დაიმსხვრა; ხოლო რომის აღმოსავლეთით გაფართოების ოცნება ბრძოლის ველზე ჩაკვდა. ისტორია მეორდება მათთვის, ვინც უარს ამბობს მის შესწავლაზე ან მისი გაკვეთილების პატივისცემაზე“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

იტვირთბა....