აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შესაძლოა, ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში მომავალ კვირას გამოყოს” – მარტა კოსი

შესაძლოა, ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში მომავალ კვირას გამოყოს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ პირველი თანხის გაცემას მომავალ კვირას შევძლებთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაამტკიცა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2026 წელს სესხის ფარგლებში გამოყოფილი დაახლოებით 30 მილიარდი ევრო დრონების, საბრძოლო მასალის, რაკეტებისა და თავდაცვის სისტემების შეძენასა და წარმოებას მოხმარდება.

იტვირთბა....