ირანში მიმდინარე ომის ფონზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსახლეობას დისტანციურად მუშაობისა და საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„პატრიოტიზმი მხოლოდ ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა არ არის, არამედ რთულ დროს პასუხისმგებლობით ცხოვრება და ერის წინაშე ჩვენი მოვალეობების შესრულება“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
როგორც ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უცხოური ვალუტის დაზოგვას.
„ამჟამინდელ ვითარებაში ჩვენ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ვალუტის დაზოგვას“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნარენდრა მოდიმ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი მგზავრობისა და საწვავის დაზოგვის მიზნით საერთო ავტომობილებით სარგებლობისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ნარენდრა მოდიმ ფერმერებს სასუქის გამოყენების შემცირება ურჩია.

