აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“27-28 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და მოთხოვნების საკითხებს განიხილავენ” – კაია კალასი

27- 28 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და მოთხოვნების საკითხებს განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთს, ჯერ ჩვენ ერთმანეთში უნდა განვიხილოთ, თუ რაზე გვსურს მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ, „გიმნიხის“ ფორმატში შეხვედრა ახლოვდება, სადაც ჩვენ მიერ წამოყენებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, რუსეთი დათმობებზე უნდა წავიდეს.

„ევროპული უსაფრთხოების საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი თავის მეზობლებს მუდმივად თავს ესხმის და ასევე იმაში, თუ როგორ შეგვიძლია ამის პრევენცია. ამისთვის რუსეთის მხრიდან დათმობები გვჭირდება. გასულ კვირას მოლდოვაში ვიყავი და იქ რუსული ჯარები იმყოფებიან. მაგალითისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი პირობა შეიძლება ესეც იყოს, რომ მათ თავიანთი ჯარები გაიყვანონ“,- აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

იტვირთბა....