ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 29 წლის ერფან შაქურზადე 2025 წელს დააკავეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Iran Human Rights Society-ის ინფორმაციით, ის იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ირანმა მამაკაცი ჯაშუშობაში იმ მოტივით გაასამართლა, რომ ის მუშაობდა სამეცნიერო ორგანიზაციაში, რომელიც სატელიტურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და უცხოურ სადაზვერვო სამსახურებს გასაიდუმლოებულ სამეცნიერო ინფორმაციას უზიარებდა.

