გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია.
ბორის პისტორიუსის ცნობით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინასა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ასევე, მისი თქმით, ახალი პროექტები განიხილება, რომლებიც დრონების სისტემების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს.

