საქართველო სანდო პარტნიორად აღარ აღიქმება – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა “ევროსკოპთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა არა საქართველოში, არამედ მის ხელისუფლებაშია.
გეოგრაფიის გამოყენებით საქონელი შემოდის ევროპაში. ყველაზე მთავარი ნდობის აშენებაა, თუ ნდობა არ არსებობს, რატომ უნდა დააყენო რისკის ქვეშ შენი რესურსები და ითანამშრომლო არასანდო ქვეყნებთან? – ამბობს ნაჩო სანჩეს ამორი.
ევროპარლამენტარის თქმით, ამ მხრივ სომხეთი და ახლა უკვე აზერბაიჯანიც ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში არიან.
“პრობლემა საქართველო კი არა, საქართველოს ხელისუფლება და ის უზარმაზარი პროპაგანდისტული აპარატია, რომელიც ამ ნარატივის შესანარჩუნებლად შექმნეს. თუმცა საქართველოსთვის კარი ღია უნდა დარჩეს.
დაკავშირებადობას რაც შეეხება, პირველი რაც საჭიროა, ენდობოდე პარტნიორს. გეოგრაფიის გამოყენებით საქონელი შემოდის ევროპაში. ყველაზე მთავარი ნდობის აშენებაა, თუ ნდობა არ არსებობს, რატომ უნდა დააყენო რისკის ქვეშ შენი რესურსები და ითანამშრომლო არასანდო ქვეყნებთან?
სწორედ ამიტომ სომხეთი და ახლა უკვე აზერბაიჯანიც ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში არიან, რომ გახდნენ დერეფანი – გზა, რომლის მეშვეობითაც კასპიის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან სხვადასხვა რესურსი და საქონელი ევროპამდე მოვა.
სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა — ნდობის დაკარგვამ, არასტაბილურმა ხელისუფლებამ და რუსულ ნარატივთან
დაახლოებამ, შეამცირა ქვეყნის შანსები, გამხდარიყო ამ სატრანსპორტო და ეკონომიკური ქსელების ნაწილი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი პოლიტიკას ეხება.
ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები, ხოლო იმ ვითარებაში, რასაც ახლა ვხედავთ, საქართველო ასეთ პარტნიორად აღარ აღიქმება.” – განუცხადა ევროსკოპს ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორიმ.

