ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს შესახებ საუბრობს:
“საქართველო ოდესღაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ჩემპიონი იყო რეგიონში. ახლა ასე აღარ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა დახურულია. უბრალოდ, ამჟამინდელ ხელისუფლებას არ სურს, რომ რამე ფანჯარა ღია იყოს. მათ ყველა ფანჯარა დახურეს და ოთახში ჰაერი დამძიმდა. თუმცა მომავალში ქართველ მოქალაქეებს შეუძლიათ ეს ფანჯრები კვლავ გააღონ. რა თქმა უნდა, გვაქვს მიზნობრივი სანქციებიც, მაგრამ შანსია არჩევნების დროსაც, რომელიც რაღაც დროს იქნება. ვფიქრობ, არსებობს სხვა გზებიც, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ პუტინის ომი და პუტინის რეჟიმი ეხმარება ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში, ისევე, როგორც გარკვეულწილად ლუკაშენკოს რეჟიმს ბელარუსში.
დღეს, შესაძლოა, სომხეთი იყოს მოწინავე პოზიციაზე, მაგრამ საქართველოს შეუძლია დაბრუნება. თუ საქართველოში ვინმეს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს, მაშინ უბრალოდ შეხედოს ბოლო სამიტს, სადაც ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ პრემიერმინისტრს რობერტა მეცოლას გვერდით დგომის უფლება მისცეს. თუ ეს არის ევროკავშირთან მათი ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევა, ეს ნამდვილად არ არის ბევრი.
საინტერესოა, როგორ ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“ ამის ინტერპრეტაციას, მაშინ როცა წლების განმავლობაში ანტიდასავლურ და ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებდა ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
დღეს ევროკავშირში არ არსებობს სურვილი, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ავტორიტარულ რეჟიმებთან. „ქართულმა ოცნებამ“ კი საკუთარი რეფორმებით,
კანონებით და მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით თავი სწორედ ამ კატეგორიაში მოაქცია.” – განუცხადა ევროსკოპს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

