ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სავჩენკოს და თავისუფალია

ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო – განცხადება ამის შესახებ უკრაინელი პილოტის ადვოკატმა გააკეთა. მარკ ფეიგინის ინფორმაციით, ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ორ თვემდე გაგრძელდეს.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა სავჩენკოს დის – ვერას კომენტარიც, რომელმაც პატიმარი მოინახულა და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო პროცედურების დასაწყებად საჭირო საბუთებს უკვე ავსებს.

თავად ვერა სავჩენკო კი რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, უკვე თავისუფალია. უკრაინული მედიის ცნობით, მას რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე პასპორტი ჩამოართვეს და რუსეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.

rustavi2

იტვირთბა....