აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა უარყო – “სქაი ნიუსი”

ირანმა აშშ-ის გეგმა უარყო, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, გეგმა „ნიშნავდა დონალდ ტრამპის გადაჭარბებული მოთხოვნებისადმი თეირანის დამორჩილებას“.

ამავე ცნობებით, ირანის საპასუხო წინადადება მოიცავს ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარებას, აშშ-ის მიერ ირანისთვის ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას და აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნას.

„ირანის გეგმა ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან ომის რეპარაციების გადახდის აუცილებლობას და ადასტურებს ირანის სუვერენიტეტს ჰორმუზის სრუტეზე. ირანმა ასევე ხაზი გაუსვა სანქციების დასრულების საჭიროებას და ქვეყნის ჩამორთმეული აქტივებისა და ქონების დაბრუნებას,“ – წერს „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით.

იტვირთბა....