ირანმა აშშ-ის მიერ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთავაზებულ უახლეს წინადადებაზე პასუხი გაგზავნა , – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედია წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი აშშ-ის შეთავაზებაზე პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით წარადგინეს.
ირანის პასუხის დეტალები არ გახმაურებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შეთავაზებული ჩარჩოს თანახმად, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რეგიონში ომის დასრულების საკითხზე იქნება ფოკუსირებული“.

