აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“როგორც ჩანს, ბატონ პეტერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს – მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს” – შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე 

მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს – მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს,- ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეწუხებულია „ბატონი პაპუაშვილის გამო, რადგან მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 მაისს განაცხადა, რომ ბრალდებები, რომ ევროკავშირი აზიანებს საქართველოსთან ურთიერთობას, მცდარია და „ეს საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან“.

მისი თქმით, „შეწუხებულია ბატონი პაპუაშვილის გამო“, ვინაიდან შალვა პაპუაშვილს „ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და არც ერთი მათგანი არის კარგი“.

„ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ქართველ ხალხს, რომ წაიკითხონ ევროკავშირის შეთანხმებები, ყველაფერი წერია იქ, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რა არის ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენ ვემყარებით ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ვართ მშვიდობიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ადგილი და ქართველები ძალიან სასურველები არიან, რომ იყვნენ ჩვენთან, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

იტვირთბა....