აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზავის მეორე დღეს უკრაინამ რუსეთი დაბომბვაში დაადანაშაულა, კიევის ცნობით,  დრონებმა ხარკოვს შეუტიეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონებით შეუტიეს ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონს, – ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა ხუთი ადამიანი.

თავდასხმის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟაც. მისი თქმით, რუსეთმა დრონებით ოლქის ორ რაიონს შეუტია.

სინელნიკოვოს რაიონში დაშავდა სამი წლის გოგონა, რომელიც საშუალო სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, შუაღამიდან მოყოლებული რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 27 უპილოტო აპარატით შეუტიეს, მათ შორის იყო „შაჰედებიც“. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ 27-ვე დრონი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ზავი დონალდ ტრამპმა, მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზავი მისი ინიციატივა იყო, რომელსაც უკრაინამ და რუსეთმა მხარი დაუჭირეს. აღლუმმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, ხოლო 9 მაისის საღამოს პუტინი ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, „საქმე კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის“. ამასთან პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დააზუსტა, რომ 11 მაისის შემდეგ ზავი აღარ გაგრძელდება.

იტვირთბა....