აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი ირანთან შეთანხმების თაობაზე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ” – აქსიოსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ირანთან შეთანხმების თაობაზე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-ტანის მაიამიში შეხვდნენ ირანთან შეთანხმების მისაღწევად.

„კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი შეთანხმების მისაღწევად ერთობლივად მუშაობენ. შუამავლები ორივე მხარეს მოუწოდებენ, შეამცირონ დაძაბულობა და შეთანხმების მიღწევაზე გაამახვილონ ყურადღება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ „აქსიოსთან“.

შეგახსენებთ, რომ აშშ ირანის მხრიდან ელოდება პასუხს იმ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

იტვირთბა....