აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

Reuters – აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებას ხელს უწყობენ

აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებას ხელს უწყობენ, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, მათ შორის ჩინეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ ტიპის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო მასალას აწვდიან.

ასევე, აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა ბელარუსსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიები.

„პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას იმ უცხოელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებს იარაღს აწვდიან ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოსაყენებლად“, – ნათქვამია აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მზად არის დამატებითი ზომები მიიღოს, რათა ირანს სამრეწველო შესაძლებლობების აღდგენაში ხელი შეუშალოს.

იტვირთბა....