აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – ჩვენ მზად ვართ, მოვიღოთ დამატებითი ამერიკული ჯარები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო საიმედო დასაცავად

პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთი მზადაა მიიღოს დამატებითი ამერიკული ჯარები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო საიმედო დასაცავად. პოლონეთ-ამერიკის კავშირი ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედია“, – წერს ოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ. ამას წინ უძღვოდა გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება. პენტაგონის ინფორმაციით, გერმანიას 5 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი გაიყვანონ იტალიიდან და ესპანეთიდანაც. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებით, არ დაეხმარონ აშშ-ს ირანთან ომში.

იტვირთბა....