რუსეთმა უკრაინაზე იერიშები მიიტანა, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით რუსეთმა გაისროლა ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-М“ და გაუშვა 43 დრონი, რომელთაგან 34 ჩამოაგდეს ან ელექტრონული საშუალებებით ჩაახშვეს.
კიევში ასევე აცხადებენ, რომ ერთმა რაკეტამ და ცხრა უპილოტო აპარატმა ექვს სხვადასხვა სამიზნეს მიაღწია, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა კიდევ ორი ლოკაცია.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შეტევა დაიწყო პარასკევს, 8 მაისს, საღამოს, თუმცა არ არის დაზუსტებული, გაგრძელდა თუ არა ის შუაღამის შემდეგ, როდესაც უკრაინისა და რუსეთის მიერ გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმი“ უნდა ამოქმედებულიყო.
უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ნიკოპოლის რაიონში იერიში მიიტანეს რაიონულ ცენტრზე, ასევე მარგანეცისა და ჩერვონოგრიგორიევსკის თემებზე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურ და კერძო სახლები.
დაიღუპა 35 წლის მამაკაცი. საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი 39 წლის ქალი. 31 წლის მამაკაცი კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის.
გარდა ამისა, რუსეთმა დარტყმა მიაყენა სინელნიკოვოს რაიონის დუბოვიკოვსკის თემსაც. დაზიანებულია საწარმო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

