აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„პოლონეთს ეს მოეწონებოდა. პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გახსოვთ, მე მას მხარი დავუჭირე და მან გაიმარჯვა. ძალიან უკან იყო, მაგრამ მაინც მოიგო. ის შესანიშნავი მებრძოლი და ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან მომწონს. ასე რომ, ეს შესაძლებელია“, – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება ამ კვირაში მიიღო. პენტაგონის ინფორმაციით, გერმანიას 5 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი გაიყვანონ იტალიიდან და ესპანეთიდანაც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებით, არ დაეხმარონ აშშ-ს ირანთან ომში.

იტვირთბა....