აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ათ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ირანს „იარაღისა და „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებისთვის ნედლეულის მიღებაში ეხმარებოდნენ“

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ათ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ირანს ეხმარებოდნენ იარაღისა და „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მიღებაში.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა ათ ფიზიკურ პირსა და კომპანიას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არიან განლაგებული და ხელს უწყობენ ირანის სამხედრო ძალების მცდელობებს, მოიპოვონ იარაღი, ასევე ნედლეული, რომელიც გამოიყენება ირანული „შაჰედის“ სერიის უპილოტო აპარატებსა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.

სანქციები შეეხო ჩინეთსა და ბანგკოკთან დაკავშირებულ რიგ კომპანიებსა და პირებს. შეზღუდვები ასევე დაუწესდათ ბელარუსსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ პირებსა და კომპანიებს.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე ხელმძღვანელობით, აშშ გააგრძელებს მოქმედებას აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პასუხს მოსთხოვს უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანის სამხედროებს იარაღს აწვდიან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ გამოსაყენებლად“, – აცხადებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი.

იტვირთბა....