ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
დღეს დილით, დაახლოებით 09.00 საათზე ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი სამ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი მძიმედ დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მძღოლი, რომლის ასაკი 18 წელია, დაკითხვაზე იმყოფება.
საქმე აღძრულია 276-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.