აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბულგარეთის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი დაინიშნა

ბულგარეთის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთის მედია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი დაინიშნა, რომელიც, როგორც მედია წერს, პრორუსული შეხედულებებითაა ცნობილი. საგარეო საქმეთა მინისტრად ველისლავა პეტროვა-ჩამოვა დაინიშნა, თავდაცვის მინისტრად კი დიმიტარ სტოიანოვი.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და მინისტრთა საბჭოს სტრუქტურას 124 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ყველა მათგანი „პროგრესული ბულგარეთის“ ფრაქციის წარმომადგენლები არიან.

გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ხმა 70 დეპუტატმა მისცა, ხოლო 36-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ახლად არჩეულმა პრემიერმა, ვიცე-პრემიერებმა და მინისტრებმა ფიცი უკვე დადეს.

ცნობისთვის, ბულგარეთში 19 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 44,59% „პროგრესულმა ბულგარეთმა“ მოიპოვა.  მათ  პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა ექნებათ.  რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტი 2017 წლიდან 2026 წლამდე იყო.

იტვირთბა....