გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს, თუ ომი დასრულდება და აშშ-ის ბლოკადა მოიხსნება.
მისივე თქმით, ეს ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია.
„ირანი სრულ მზადყოფნაშია, აღადგინოს ნორმალური საზღვაო მიმოსვლა და უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში, იმ პირობით, რომ ომი სამუდამოდ დასრულდება და უკანონო ბლოკადა მოიხსნება“, – განაცხადა გაერო-ში ირანის ელჩმა.
ამასთან, ამირ საიდ ირავანიმ გააკრიტიკა აშშ და მისი სპარსეთის ყურის მოკავშირეები რომ, თეირანს შესთავაზეს „არასრულყოფილი, ცალმხრივი და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციის პროექტი ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“.
ირავანის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღება „საბჭოს აღსრულების უფლებამოსილების პოლიტიზირებას ახდენს“. ირანის ელჩის გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირონ.
მისი თქმით, რეზოლუციის მიღება „საბჭოს აღსრულების უფლებამოსილებას პოლიტიზირებს“.

