აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლმა რამდენიმე წამყვანი უცხოური მედიასაშუალებისთვის 9 მაისის აღლუმზე დასასწრები აკრედიტაციები გააუქმა

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, კრემლმა რამდენიმე წამყვანი უცხოური მედიასაშუალებისთვის 9 მაისის აღლუმზე დასასწრები აკრედიტაციები გააუქმა – ოფიციალური პოზიციით, გადაწყვეტილება „გაშუქების ფორმატის ცვლილებას“ უკავშირდება და ღონისძიებაზე მხოლოდ რუსული მედია დაიშვება.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა. აქედან გამომდინარე, უცხოური მედიასაშუალებები, რომლებმაც აკრედიტაცია უკვე მიიღეს, ღონისძიებაზე არ დაიშვებიან“ – ციტირებს Spiegel კრემლის განცხადებას.

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოურ მედიას 9 მაისის აღლუმისთვის აკრედიტაცია ჯერ მიენიჭა, შემდეგ კი გაუუქმდა.

იტვირთბა....