აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ დაიწყო მეღვინეობის ტრადიცია, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის ისტორია და კულტურა”- ირაკლი კობახიძე

ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ღვინო ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, 525-ზე მეტი ენდემური ჯიში კი ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივების განხილვას ეძღვნება. ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე იქცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. 525-ზე მეტი ენდემური ჯიში ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....