აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უნგრეთში ორბანის ე.წ. ტიტუშკების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში მოქალაქეების უპირისპირდებოდნენ, გამოძიება დაიწყო

უნგრეთში ორბანის ე.წ. ტიტუშკების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში მოქალაქეების უპირისპირდებოდნენ, გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ეხება გიორში, ორბანის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე მომხდარ ფაქტს, როდესაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მაშინდელ პრემირმინსიტრის მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს შორის. საარჩევნო კამპანიის დროს „შავებში ჩაცმული მამაკაცები“ ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეებს მასთან მიახლოებას უზღუდავდნენ და თავიანთ თავებს „აღშფოთებულ მოქალაქეებს“ უწოდებდნენ. უნგრული მედიის ცნობით, იყო შემთხვევები, როცა ზონდერები ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. სწორედ ასეთი ფაქტი მოხდა 27 მარტს, ვიქტორ ორბანის სიტყვით გამოსვლისას. გამოძიება „პირადი თავისუფლების აღკვეთის“ საფუძვლით დაიწყო. ორბანის მხარდამჭერების წინააღმდეგ საჩივარი გიორის მერმა შეიტანა. მერის თქმით, „ისინი [მოძალადეები] თავიანთ დამკვეთებთან ერთად უნგრეთის სირცხვილი არიან“.

“გიორ-მოშონ-შოპრონის პოლიციის სამმართველომ უცნობი დამნაშავეების წინააღმდეგ ჩემი საჩივრის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება „შავი ადმაიანების“ წინააღმდეგ, პირადი თავისუფლების ბოროტი განზრახვით ხელყოფის მუხლით. ეს ცუდი ამბავია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გიორსა და პეცელში კანონმორჩილ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა… საკუთარი აზრის გაოხატვის გამო მოქალაქეები სცემეს უცნობმა ხულიგნებმა, რომლებსაც შავი ქურთუკები ეცვათ და ბრძანების საფუძველზე არაფორმალურად მოქმედებდნენ. მათ დახიეს ბანერები, უბიძგებდნენ ხალხს და იყვნენ მოძალადეები; ისინი უზღუდავდნენ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ზოგს პირადობის მოწმობებიც კი წაართვეს. მათ ასევე მოაწყვეს არეულობა „ფიდესის“ ღონისძიებაზე მომდევნო დღეს, ხოლო პეცელში მშვიდობიანი მოქალაქე მიწაზე ათრიეს… როგორც წინა ჯერზე ვთქვი: ისინი თავიანთ დამკვეთებთან ერთად უნგრეთის სირცხვილი არიან“. – წერს გიორის მერი ბენცე პინტერი.

უნგრული მედიის ცნობით, ამ ფაქტების შემდეგ გიორის ინციდენტში მონაწილე დაცვის კომპანია Ronin Security-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს.

იტვირთბა....