აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გავრცელებული ცნობით, ყოფილი თავდაცვის მინისტრების, ვეი ფენგეს და ლი შანფუს განაჩენი ორწლიან გადავადებას ითვალისწინებს.

ლი შანფუ ეჭვმიტანილი იყო ქრთამის სახით „უზარმაზარი თანხების“ მიღებაში, ასევე სხვების მოსყიდვაში, ხოლო გამოძიებამ დაადგინა, რომ ის „არ ასრულებდა პოლიტიკურ მოვალეობებს“ და „საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის პერსონალურ შეღავათებს ითხოვდა“.

ვეი ფენგეს წინააღმდეგ 2023 წელს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ მან ქრთამის სახით „უზარმაზარი თანხა და ძვირფასი ნივთები“ მიიღო და „სხვებს დაეხმარა პერსონალურ გარიგებებში უკანონო შეღავათების მიღებაში“.

ლი შანფუ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე იკავებდა, ხოლო ვეი ფენგე – 2018 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე. ჩინეთში სიკვდილით დასჯა, როგორც წესი, სამუდამო პატიმრობით იცვლება, თუ დამნაშავე ვადაზე ადრე არ ჩაიდენს დანაშაულს.

სასჯელის შემსუბუქების შემდეგ მათ სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ შემდგომი შემსუბუქების ან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

იტვირთბა....