აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს „შავი კამპანია“ და მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება არასწორი დამოკიდებულება – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს” – კახა კალაძე

ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, „შავი კამპანია“ და მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება ეს არასწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, „შავი კამპანია“. მეუფე შიოს წინააღმდეგაც გრძელდება ეს არასწორი დამოკიდებულება, რბილად რომ ვთქვათ. პირდაპირ კამპანიის სახე აქვს ამ ყველაფერს მიცემული, რაც წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც სინოდი მიიღებს“,-განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....