ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს“

„ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს“- ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრედერიკ სტარიმ ერთ-ერთ ამერიკულ რადიოსთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ამერიკისთვის იშვიათი შესაძლებლობაა პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვა უზრუნველყოს, ის მთელს კავკასიას გვერდში უნდა დაუდგეს: სომხეთი სუვერენიტეტის დაკარგვას განიცდის, საქართველოს აშფოთებს ტერიტორიების დაკარგვა, აზერბაიჯანს კი უნდა შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე დაიმკვიდრა მსოფლიოში. ყველაფერი ეს ახლა საფრთხის ქვეშაა“  – განაცხადა სტარიმ.

მისივე თქმით, საარჩევნო წლის გამო, ბრიუსელი და ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაციას ისე კარგად ვეღარ ახდენს.

„მახსენდება სერგეი ლავროვის განცხადება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების წვრთნა ხდება. ამის არანაირი საბუთი არ არსებობს. ეს განცხადება კი ჩემთვის ნამდვილი გაფრთხილება და სიგნალია. 2008-შიც ასე იყო, ამერიკის პრეზიდენტის ბოლო ვადის გასვლამდე რამდენიმე თვე რჩებოდა. დღეს საარჩევნო წელი გვიდგას და ბრიუსელი და ვაშინგტონი, ისე კარგად ვეღარ ახდენს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაციას. ვშიშობ, რომ რუსეთისთვის საქართველო ადვილ სამიზნეს წარმოადგენს – განაცხადა სტარმა.

იტვირთბა....