აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ბრენტის” მარკის ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირედით შემცირდა და 99.8 დოლარი შეადგინა

„ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირედით შემცირდა და 99.8 დოლარი შეადგინა.

კერძოდ, „ბრენტის“ ნავთობის ფასი ბარელზე 1.5 პროცენტით დაეცა, 6 მაისს კი – თითქმის 8 პროცენტით.

ამერიკული ნავთობის ფასი მსგავსი ნიშნულით დაეცა და ბარელზე 93.5 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, 4 მაისს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, 6 მაისს კი მკვეთრად დაეცა.

ნედლი ნავთობის ფასები კვლავ მესამედზე მეტით მაღალია, ვიდრე 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმამდე იყო.

დასავლური მედიის შეფასებით, კლება იმ ფონზე ხდება, რომ შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმებას უახლოვდებიან, რამაც შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა გამოიწვიოს.

იტვირთბა....