აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქული მედიის თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა. თურქული მედიის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი თურქეთში გადასვლას დიდი ხნის განმავლობაში დახურული თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვრის გამოყენებით გეგმავდა, თუმცა თხოვნა საბოლოოდ უარყოფილ იქნა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პრეზიდენტ ერდოღანს ეცნობა.

თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი 1993 წელს, ყარაბაღის ომის დროს ჩაკეტა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთმა სომხეთს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნისა და ურთიერთობების აღდგენის პირობები წაუყენა, კერძოდ, შეწყვეტდა „გენოციდის შესახებ ტყუილების“ საერთაშორისო დონეზე წამოყენებას, გავიდოდა ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აღიარებდა გიუმრისა და ყარსის ხელშეკრულებებს.

იტვირთბა....