აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს,  ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და მალტას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე. მან გულთბილად გაიხსენა 2023 წელს მალტაზე განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი.

მან ასევე აღნიშნა მალტის განსაკუთრებული როლი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის საქმეში და ხაზი გაუსვა დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას. პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა მალტის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

ასევე, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობაზე საერთაშორისო წესრიგის არასტაბილურობის პირობებში. ამ კუთხით, ხაზი გაესვა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას.

შეხვედრა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტის ფარგლებში შედგა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობს, მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.

იტვირთბა....