ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში წყალში ფეკალური მასების ჩადინებამ მასობრივი მოწამვლა გამოიწვია

ზუგდიდში მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 100-მდე ადამიანი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი, სასმელი წყლით მოიწამლა.

იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ დევნილთა დასახლებაში ორი თვეა სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. მათი ინფორმაციით, წყლის დაბინძურება  დაზიანებულ მილებში ფეკალური მასების ჩადინებამ გამოწივია. დევნილთა ახალ დასახლებაში 320 ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამ დრომდე უცნობია როდის მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა.

იტვირთბა....