აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსტემ უმეროვი მიმდინარე კვირაში მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი მიმდინარე კვირაში მაიამიში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბულმბერგი“ ავრცელებს.

ვიზიტი იმ ფონზე იგეგმება, რაც რუსეთმა 8-9 მაისს ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

უკრაინამ დაუყოვნებლივ და სრულმასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 6 მაისს ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის სამმხრივ ფორმატში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მზაობა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაადასტურა.

იტვირთბა....