აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მათი მთავარი აღლუმიც ჩვენზეა დამოკიდებული, ეს მკაფიო სიგნალია, დასასრულის დროა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიაზე გადასვლის მკაფიო წინადადება გაეგზავნა, თუმცა მოსკოვმა შეტევები არ შეაჩერა.

როგორც ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა, სიტუაციიდან გამომდინარე, სარკისებურად უპასუხებს.

„რუსეთმა ჩვენგან მიიღო მკაფიო წინადადება სიმშვიდისა  და დიპლომატიის შესახებ და იცის, როგორ დაუკავშირდეს უკრაინას ან პარტნიორებს დეტალების შესათანხმებლად. მოსკოვში იმ ერთ ადამიანს, რომელსაც ომის გარეშე არ შეუძლია, თუ მხოლოდ ერთი აღლუმი აინტერესებს და არაფერი მეტი, ეს სხვა საქმეა. უკრაინა მზადაა, იმუშაოს მშვიდობისთვის და ამ ომის ღირსეულად დასამთავრებლად. რუსეთი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ეს მკაფიო სიგნალია, დასასრულის დროა“, – აღნიშნა ზელენსკი.

იტვირთბა....