აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ეს რომის პაპსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის პირველი შეხვედრა იქნება დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
დახურული შეხვედრა, სავარაუდოდ, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც რუბიო ასევე შეხვდება ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს, იტალიელ კარდინალ პიეტრო პაროლინს.
რომის პაპ და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა ბოლო დროს დაიძაბა
Reuters-ი წერს, რომ პაპმა ლეომ, ტრამპის რისხვა გამოიწვია მას შემდეგ, რაც მკაცრი კრიტიკოსი გახდა აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომისა და ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი ანტიიმიგრაციული პოლიტიკის მიმართ.
ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ პაპი მიიჩნევს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვება ნორმალურია და რომ ლეო „ბევრ კათოლიკეს საფრთხეს უქმნის“.
პასუხად, რომის პაპმა განაცხადა, რომ ეკლესიის მისიაა სახარების ქადაგებაა და მტკიცედ უარყო მოსაზრება, რომ ის მხარს უჭერს ბირთვულ იარაღს.
„ეკლესიის მისიაა სახარების ქადაგება, მშვიდობის ქადაგება. ვინმეს თუ სურს ჩემი კრიტიკა იმის გამო, რომ სახარებას ვქადაგებ, გააკეთოს ეს სიმართლეზე დაყრდნობით. ეკლესია უკვე მრავალი წელია, მკაფიოდ გამოდის ყველა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, ამიტომ ამაზე ეჭვი არ არსებობს“, – აღნიშნა პაპმა.

