ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე პირველი საჰერო დარტყმა განახორციელა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში “ჰეზბოლასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ელიტური „რადვანის“ ძალების მეთაური იყო.
ისრაელის მედია იუწყება, რომ მეთაური დარტყმის შედეგად დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებს ან „ჰეზბოლას“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი სამხრეთ ლიბანის ქალაქ ზელაიაში.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით დრონები და რაკეტები ისროლა, რის შედეგადაც ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაშავდა. ასევე, მათი ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა მტრის თვითმფრინავი მოიგერია, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდა.

