ის ხალხია, ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელმაც მათი მხარდამჭერების მიერ მოპოვებული მანდატები დახიეს და პარლამენტი დატოვეს , – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ოპოზიციის წარმომადგენლები თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან და ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში, რადგან საიდანაც დაკვეთას იღებენ, მათ მიმართ საკუთარ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ”.
„მათ არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის, მათ შორის საკუთარი მხარდამჭერების მიმართ არ გააჩნიათ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, როდესაც ვამბობდით, რომ მანდატების დახევა არის უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩევლისთვის მანდატების სახეში შეყრა. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ერთადერთი, ვის მიმართაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ, არიან უცხო ძალები. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში, ხალხთან შეხვედრებში. ისინი თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან, ოფისებში, ლაღად გრძნობენ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში.
ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, ვინაიდან საიდანაც დაკვეთას იღებენ, მათ მიმართ საკუთარ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ. ის დაკვეთა, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა 2024 წელს, ვნახეთ როგორ მოეპყრნენ ამ დაკვეთას, მანდატები დახიეს და ნაგვის ურნაში გადაყარეს. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლისა და მხარდამჭერების მიმართ. ერთადერთი, ვისაც ისინი ვერ უბედავენ ასეთ ტონს, ეს არის ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ მათთან კონსპირაციული შეხვედრებითა და დირექტივების მიცემით არის დაკავებული. ასევე, ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებთანაც ისინი თავს ვალდებულად გრძნობენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

