რუსეთმა ქალაქ სუმში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა სუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამოქალაქო ობიექტზე ორი უპილოტო აპარატით მოხდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
უკრაინული მედიის თანახმად, დაღუპული ქალი დაწესებულების დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.

