რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო საუბარი შედგა. უწყების ცნობით, მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იყო.
მოსკოვში აღნიშნავენ, რომ მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების, გლობალური დღის წესრიგისა და ქვეყნებს შორის კომუნიკაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. რუსეთის საგარეო უწყებაში სატელეფონო კონტაქტს „კონსტრუქციულს“ უწოდებენ.
ამ დროისთვის საუბართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თეთრ სახლს არ გაუვრცელებია.

