აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ცნობით, „ნავი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ოპერაციებში მონაწილეობდა“.

„ოპერაციის შედეგად სამი მამაკაცი ნარკოტერორისტი დაიღუპა“, – აცხადებს აშშ-ის სამხრეთის სარდლობა.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბრიდან დღემდე, აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში განხორციელებული დარტყმების შედეგად 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....