აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-მა თავის მიზნებს ვერ მიაღწია” – ირანული მედია „პროექტ თავისუფლების“ შეჩერებაზე

ირანული მედია აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა „პროექტ თავისუფლების“ მიზნებს ვერ მიაღწია და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მის შეჩერებასთან დაკავშირებით ოპერაციის წარუმატებლობის შედეგია, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ირანული მედია სშუალება INSA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა ოპერაცია „ირანის მხრიდან მტკიცე პოზიციებისა და გაფრთხილებების შემდეგ“ გააუქმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას ისახავს მიზნად, მცირე დროით შეჩერდება. ტრამპის განმარტებით, ირანთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

იტვირთბა....