საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაციის გაფორმება ემანუელ მაკრონის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
დოკუმენტის ხელმოწერამდე ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა.

