აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ბოლო ორ თვეში განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, ირანში ბირთვული იარაღის შექმნის ვადები შარშანდელი პროგნოზებისგან არსებითად არ შეცვლილა – “როიტერი“

აშშ-ს დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ამერიკის მიერ ბოლო ორ თვეში განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, ირანში ბირთვული იარაღის შექმნის ვადები შარშანდელი პროგნოზებისგან არსებითად არ შეცვლილა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ირანი კვლავ ფლობს 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგს, დაახლოებით 440 კგ-ს, რომელიც 10 ერთეული ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისია, იმ შემთხვევაში თუ ურანის გამდიდრება გაგრძელდება. მედიის ცნობთ, ეს მარაგები მიწისქვეშა გვირაბებში იმდენად ღრმადაა განთავსებული, რომ ამერიკულ შეიარაღებას მის გასანადგურებლად იქამდე შეღწევა არ შეუძლია.

გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დაწყებამდე, აშშ-ს დაზვერვის უწყებებში მიაჩნდათ, რომ ირანს შეეძლო ეწარმოებინა ბირთვული ბომბისთვის საჭირო ხარისხის ურანი და აეგო ბომბი დაახლოებით 3-დან 6 თვემდე პერიოდში. ნათენზის, ფორდოსა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კი, ამ ვადებმა 9-დან 12 თვემდე გადაიწია.

როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის მიერ, ირანელი ბირთვული მეცნიერების მიზანმიმართულმა ლიკვიდაციამ შესაძლოა, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი ჩააგდო, თუმცა ამის შეფასება ახლა რთულია.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ს მიერ ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ იერიშები კონვენციური სამიზნეებისკენ იყო მიმართული. აშშ დიდწილად, იერიშებს ახორციელებდა სამხედრო-ინდუსტრიულ ბაზებზე და ქვეყნის პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელობაზე. მაშინ როდესაც, ისრაელის სამიზნე ბირთვული ობიექტები იყო.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს სახმელეთო რეიდების განხორციელების ვარიანტსაც გამდიდრებული ურანის მარაგების გამოსატანად.

იტვირთბა....